ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო მზადაა - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზადაა. მისი თქმით, ამას საზოგადეობაც კარგად ხედავს, რადგან საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციები გამოცდას, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში აბარებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითქმის უფრო მეტ დროს ატარებს ევროკავშირში, ვიდრე საქართველოში. საქართველოს დელეგაციები საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაციები, პირდაპირ ეთერში აბარებენ გამოცდას და პრაქტიკულად, ჩაბარებულია ეს გამოცდა, სადაც ხალხი ხედავს, რომ საქართველო არის მომზადებული, საქართველოს ის კითხვარები ჩაბარებული აქვს, - ამბობს მაჭარაშვილი.