დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

20.06.23 14:43
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

დავით იოსებაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება.

ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაცია წერს, რომ იოსებაშვილსა და მის მეუღლეს, ნანა კეჩხუაშვილს ეკუთვნით 6 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  • ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 40.0 კვ.მ (საკუთრება)
  • ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 95.50 კვ.მ (საკუთრება)
  • ბინა გორში, ნადირაძის ქუჩაზე - 71.90 კვ.მ (საკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 13,033 კვ.მ. (საკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 4,047 კვ.მ. (თანასაკუთრება)
  • მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 2,097 კვ.მ. (თანასაკუთრება)
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ია. იოსებაშვილი სსიპ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე, 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მსგავსი სიახლეები