ივანიშვილის სურვილია, დისკომფორტში ვიყო, ვიცი, ვის არ ვუყვარვარ - ბერძენიშვილი

20.06.23 14:59
ივანიშვილის სურვილია, დისკომფორტში ვიყო, ვიცი, ვის არ ვუყვარვარ - ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ხედავს და "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში იმ გაფრთხილების შესახებ საუბრობს, რომელიც მან მმართველი გუნდის წევრებისგან მიიღო. 

სურვილი, რომ მე ვიყო დისკომფორტში, აქვს ბიძინა ივანიშვილს, მე ვიცი, ვის არ ვუყვარვარ. იცით რა, მე გამაფრთხილეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ამბავი. ანუ, იმავე დღეს, როდესაც ჩემთან გამოჩნდა ალტ-ინფოს მოქალაქეები, მე 3 ადგილიდან - ქართუ ბანკისგან, ირაკლი კობახიძისგან, მამუკა მდინარაძისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი გამოხტომა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არის ყველაფრის შუაში, მაშინვე მითხრეს და მაგრძობინეს, რომ მართლა ერეკლე არ მეგონოს პრობლემა. ეტყობა, ამის შემდეგ მე უნდა შემეწყვიტა ხელისუფლების და გარკვეული ადამიანების კრიტიკა". - ამბობს ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები