სებ-ში ინსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ - კობახიძე

20.06.23 15:24
სებ-ში ინსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკის ირგვლივ აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი, რაც მისი თქმით, ინსტიტუციური კრიზისის შექმნას ემსახურება.

კობახიძე ამბობს, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე.

აბსურდთან გვაქვს საქმე. ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენს მიერ მიღებულ კანონს შორის იყო რა- ვეტო ითვალისწინებდა სამი ვიცე-პრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტს პლუს ორ ვიცე-პრეზიდენტს. მეტი განსხვავება არ იყო ამ ორ  კანონს შორის. შესაბამისად, ამის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი რომ არის შექმნილი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცამ ხელოვნურად შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის კანიდატების წარდგენის გამო გაბრაზებულია. ამბობენ, რომ პრეზიდენტს ოცნებასთან ჯერ კონსულტაციები უნდა ჩაეტარებინა და კანდიატები შემდეგ უნდა წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერ. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მსგავსი სიახლეები