პრეზიდენტის იმედი არ მაქვს - სოფო ლილუაშვილი
ნიკა გვარამიას ოჯახს პრეზიდენტის იმედი არ აქვს. "თავარი არხის" დამსფუძნებლის მეუღლე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალების არანაირი მოლოდინი არ აქვს.
ამასთან, ლილუაშვილი "ოცნების" განცხადებებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათი მღელვარება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ნიკა გვარამიასი ძალიან ეშინიათ.
გვარამიას მეუღლე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და "სამწუხაროს" უწოდებს ფაქტს, რომ ვერცერთმა მოსამართლემ ვერცერთ ინსტანციაში ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა და ობიექტური გადაწყვეტლების მიღება ვერ გაბედა.
ქალბატონ პრეზიდენტთან დაკავშირებით, მე პირადად, არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია, ერთადერთი მოლოდინი მე რაც გამაჩნია, არის ის, რომ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ფაქტი ერთია, რომ ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ლაპარაკია ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი აქტიურდებიან და აქტიურდებიან ნიკას თავისუფლებასთან დაკავშირებით. მღელვარება მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ ნიკას გარეთ ყოფნის, მათ ძალიან ეშინიათ ნიკას ინტელექტის ად რა თქმა უნდა, ის, რასაც ნიკა აკეთებს და ემსახურება, არანაირად არ ჯდება მათ რუსულ გეგმაში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არცერთ მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა, რომ დამოუკიდებელი კლანისგან და რუსული ხელისუფლებისგან გადაწყვეტილება მიეღოთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, - ამბობს სოფო ლილუაშვილი.