თავს ესხმიან პროდასავლურობას, ცივილიზებულობას - ბნელები, პრორუსები - რომან გოცირიძე

20.06.23 15:33
თავს ესხმიან პროდასავლურობას, ცივილიზებულობას - ბნელები, პრორუსები - რომან გოცირიძე

"ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ეს არის უზნეო ხელისუფლება," - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე პროფესორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას.

დეპუტატისთვის ხელისუფლების მხრიდან ბოლო კვირებში ორგანიზებული თავდასხმები ხელისუფლების არაცივილიზებულობის მაჩვენებელია. გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლება პროდასავლურობას ესხმის თავს.

ადამიანს, ლევან ბერძენიშვილს კი არ ესხმიან მხოლოდ თავს, არამედ თავს ესხმიან იმ იდეებს, რომლის მატარებელიც ლევან ბერძენიშვილია - ანუ ესხმიან პროდასავლურობას, ცივილიზებულობას, ესხმიან კულტურას ბნელები, პრორუსები და ამ ხელისუფლების ძალადობრივი ჯგუფები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ბერძენიშვილს თავს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტიდან გამოსვლის დროს დაესხნენ. თავდასხმა ჭავჭავაძის გამზირზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ მოხდა.

თავდამსხმელი, რომელმაც ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა და აგინა,  35 წლამდე კაცია. "რესპუბლიკური პარტიის"  ყოფილ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ თავდასხმა წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები