სალომე ზურაბიშვილმა მოგვატყუა - ირაკლი ზარქუა
"სალომე ზურაბიშვილმა მოგვატყუა" - "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს ისევ ლანძღავს. მმართველი გუნდი ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის კანიდატების წარდგენის გამო გაბრაზებულია.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სებ-ში პრეზიდენტს ვერ გააგებინეს, რომ კანდიდატურები უნდა იყოს კონსესუსის საფუძველზე წარდგენილი.
ქალბატონი სალომე ცდილობს თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. გარკვევით ავხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის კანდიდატურები უნდა იყოს კონსესუსის საფუძველზე შერჩეული, ვერ გავაგებინეთ და რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს, არ ჯობია, რომ დავჯდეთ. შევთანხმდით ერთხელ, მოგვატყუა, შევთანხმდით მეორედ, ისევ დუმს და რატო აკეთებს ამას, ვერ გეტყვით. თქვენ რომ ნახავთ, ვარჯიშობსხოლმე დილაობით, ასეირნებს ძალღლს, რაც ძაან კარგია, თუ ნახეთ, ქინებ ეს კითხვა დაუსვათ. კონსესუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები... არ დავუჭერთ". - ამბობს ზარქუა.