პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე - მიხეილ სააკაშვილი
პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე - ამის შესახებ მიხეილ საკაშვილი "ვივა-მედიდან" გამოქვეყნებულ წერილში წერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინელების მიერ 19 ივნისს ზაპოროჟიეს ოლქში შემავალი პიაწიხატკის აღებას ეხმიანება:
19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე"- წერს სააკაშვილი.