ზურაბიშვილის ცარიელი განცხადებები არავისთის აღარ არის დამაჯერებელი - სამადაშვილი

20.06.23 15:48
ზურაბიშვილის ცარიელი განცხადებები არავისთის აღარ არის დამაჯერებელი - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებებით, ზურაბიშვილის ცარიელი განცხადებები არავისთის აღარ არის დამაჯერებელი და ის ამის გამო მალე ძალიან უხერხულ მდოგმარეობაში აღმოჩნდება.

სალომე ზურაბიშვილის ცარიელი განცხადებები, ვფიქრობ, რომ არავისთვის აღარ არის დამაჯერებელი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და ის აღმოჩნდება ძალიან უხერხულ მდოგმარეობაში, როდესაც "ოცნება" კი არ იქნება მხოლოდ მისი კრიტიკის რეჟიმში, არამედ საქართველოს მოქალაქეების 90 %-თვის, რომელთაც უნდა ევროპული მომავალი, მათთვის იქნება გაუგებარი  კონკრეტულად რა დღის წესრიგი აქვს ქვეყნის პრეზიდენტს". - ამბობს სამადაშვილი. 

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილზე ეროვნული ბანკის კანიდატების წარდგენის გამო გაბრაზებულია. ამბობენ, რომ პრეზიდენტს ოცნებასთან ჯერ კონსულტაციები უნდა ჩაეტარებინა და კანდიატები შემდეგ უნდა წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

მსგავსი სიახლეები