ბრალის გადატანა ოპოზიციაზე საბავშვო ბაღის დონეა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა - თამარ გუგულაშვილი
რას ითხოვს ევროკომისია საქართველოსგან და როგორ დასკვნას მიღებს საქართველო ევროკავშირისგან - ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი მოლოდინებზე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.
გუგულაშვილი თვლის, რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული დინამიკის შეფასება მოხდება თუმცა, გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხვალ არ გამოაცხადებენ.
ხვალ მე პირადად ასე მგონია, რომ არ იქნება არანაირი გადაწყვეტილება გამოტანილი. იქნება სიტუაციის შეფასება, პროგრესის შეჯამება თუ პროგრესის არ ქონია, მოუსმენენ ევროკომისიის წარმომადგენლების ფართო მოხსენებას, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკჯავშირის ელჩები, რომლებიც აქ იკრიბებიან, ზეგ სტოკჰოლმში იქნება მინისტრების შეხვედრა, ისინი მიიღებენ დეტალურ სურათს ევროკომისიისგან ტექნიკურად როგორ სრულდება ყველა ეს პოლიტიკური პუნქტი,“ - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
თამარ გუგულაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, მათ შორის დეპოლარიზაციაზეც, რომელი პუნქტის ამოღებასაც ქართული ოცნების მთავარობა ევროკომისიისგან ითხოვს. ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი თვლის, რომ ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ოპოზიცია მათთან არ თანამშრომლობს, ამას მხედველობაში არ მიიღებენ.
ევროპარლამენტმაც გაუსვა ხაზი საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის დროს, რომ 8 რეკომენდაცია შესრულებული არ არის... აქ არ ითხოვენ 8 ან 9 პუნქტზე ყველაფრის შესრულებას 2-3 კვირაში, თუნდაც 4 თვე იყოს, მაგრამ მათ აინტერესებთ დადებითი დინამიკა. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც ეთანხმება ხოლმე სხვადასხვა მტავრობების წარმომადგენლებს, არის დეპოლარიზაცია და ყველა საკვანძო პუნქტების შესრულება არის ხელისუფლების მოვალეობა... ბრალის გადაბრალება ოპოზიციაზე საბავშვო ბაღის დონეა. შეიძლება ევროკავშირში ამას მოუსმინონ, მაგრამ მეორე წუთში გაუმეორონ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება და თქვენი მოვალეობაა ეს ყველაფერი გააკეთოთ, თუ ეს ყველაფერი არ კეთდება, აქედან მარცხია გამოსატანი," - განაცხადა გუგულაშვილმა.