პუტინის ახალი გეგმა - რუსეთს საქართველოსთან ახალი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა სურს

20.06.23 17:06
პუტინის ახალი გეგმა - რუსეთს საქართველოსთან ახალი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა სურს

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ახალი სატრანსპორტო დერეფნების გასაჭრელად ფული ჩადოს. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში, ქართულ-რუსული ბიზნესსაბჭოს სხდომაზე  მიიღეს. საუბარია, სავარაუდოდ, ჩეჩნეთი-კახეთის  გზაზე. 

ფრენების აღდგენის შემდეგ კრემლი ახალი გეგმის ამოქმედებას იწყებს. სანქციების ფონზე რუსეთს ტვირთების მიღების და გაგზავნის პრობლემა აქვს:  ლარსის საბაჟო აუარებელი ტვირთის გატარებას ვერ აუდის და ამიტომ,  ღიად ალაპარაკდნენ ახალ დერეფანებზე.

"ქართული ოცნება" ინფორმაციას უარყოფს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით შემოფარგლება და ამის იქით ყველანაირი ინფორმაცია ტყუილია.  

გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, რომ თითქოს, რაღაც სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქარტველოს სავაწრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყული. არ ვიცი, ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კონმუნიკაციის არხები, მათ შორის არის სპეცწარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც დღეს გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციისთვის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ა ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის, რაზეც არის კონცენტრირებული ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, - ამბობს კობახიძე.

სხვგვარად ფიქრობს ოპოზიცია. ენმ-ს წევრი ირაკლი ნაირაძე ამბობს, რომ რუსეთი ახლა საერთაშორისო იზოლაციიდან ტავის დაღწევის გზებს და ხვრელებს ეძებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პუტინს სურვილს აუსრულებს და ამ დერეფნის გახნის საშუალებასაც მისცემს 

რუსეთი ჩავარდნილია უმძიმეს მდგომარეობაში. ის, პრაქტიკულად, მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში, ამიტომ ისინი ეძებენ გამოსავლებს, ისინი ეძებენ ხვრელებს. ფაქტია, რომ მზად იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილის, რომ ყველა ნატვრა, ყველა სურვილი პუტინს შეუსრულოს, გახსნას ახალი დერეფნები, რომ პუტინმა შეძლოს საერთაშორისო იზაოლაციიდან თავის დაღწევა და მათ შორის, ისეთი სანქცირეული ნივთების შესვლა ქვეყანაში საქართველოდან, რომელსაც ვერ ახერხებს სხვა ქვეყნებიდან, იქნება ეს გზა ჩეჩნეთიდან კახეთის მიმართულებით, იქნება ეს აფხაზეთიდან თუ სხვა დასხვა ალტერნატიული საშუალებები, - ამბობს ნადირაძე.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები საქართელოს გავლით ახალი სატრანსპორტო დერეფანის გახსნაზე ხელისუფლების გარეშე ვერ მოხდებოდა. 

ეს მოლაპარაკებები სახელისუფლებო წრეები, მითითებების და კურთხევის გარეშე ვერ წარიმართებოდა, შესაბამისად, ძალიან ცხადია, საიდან მოდის ეს ყველაფერი.ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მორიგი ნაბიჯი, რომლის მთავარი დამკვეთიც არის ივანიშვილი და „ქაღტული ოცნება“ დიდი ხანია რუსეთში მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ სეიძლება, რომ კავკასიაში მათი ლოჯისტიკა გაუმჯობესდეს, მათ შორის, სხვადასხვა მიმართულებით მიდის საუბარი, როგორიც არის ავარეთ-კახეთი, როგორიც არის აფხაზეთის რკინიგზა, მაგრამ ყველა მიმართულება ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესსს, - ამბობს ბუაძე.  

მსგავსი სიახლეები