სახეზეა დანაშაულის ნიშნები და პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს - ბესელია სავარაუდო ნეპოტიზმზე

20.06.23 17:11
სახეზეა დანაშაულის ნიშნები და პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს - ბესელია სავარაუდო ნეპოტიზმზე

სავარაუდო ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს კვლევაში მოყვანილი ფაქტები საგამოძიებო უწყების დაინტერესებას უნდა იწვევდეს. 

ბესელიას არ გაკვირვებია ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვანო ზარდიაშვილმა დაასაქმეა სასამართლო კლანის ლიდერების ოჯახის წევრები, რადგან ზარდიაშვილი პარლამენტში სწორედ კლანის ინტერესებს ატარებდა. 

სქემა, რომელიც გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭცვრივალობის“ მხრიდან, ეს არის პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი. ეს არის კორუფციის პირდაპირი ნიშანი და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონის დარრვევა. ყველა, ვინც იქ დასაქმდა ბიუჯეტით დაფინანსებულ უწყებაში, ზარიდაშვილის მისვლის შემდეგ პირდაპირ ატარებს კორფუციის, ნეპოტიზმის და არა მხოლოდ ეთიკური ნორმების დარღვევის, აქ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობაზე. აქ პირდაპირ სახეზეა დანაშაულის ნიშნები და გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ. ზარდიაშვილი რომ პარლამენტში ღიად ლობირებდა სასამართლო კლანს, მე ამაზე ვსაუბრობდი,“ - ამბობს ეკა ბესელია.

სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებულია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პარლამენტში ე.წ. მოსამართლეთა კლანის ინტერესების გამტარებელი ვანო ზარდიაშვილი.

გარდა ვანო ზარდიაშვილისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებულები არიან სასამართლო კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანი. მათ შორის, ვანო ზარდიაშვილის რძალი - თამთა თაბუკაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი. სავარაუდოდ ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმებულთა შორისაა გავლენიანი მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი.

მსგავსი სიახლეები