საკუთარ ბუნდოვანებას და კორუფციას მიხედონ - ირაკლი კობახიძე TI-ის წინააღმდეგ

20.06.23 17:15
საკუთარ ბუნდოვანებას და კორუფციას მიხედონ - ირაკლი კობახიძე TI-ის წინააღმდეგ

სავარაუდო ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში - ქართული ოცნება ყოფილ დეპუტატს იცავს. მას შემდეგ, რაც „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველომ“ სკანდალური კვლევა გამოაქვეყნა და ვანო ზარდიაშვილი სავარაუდო ნეპოტიზმიში ამხილა, ქართული ოცნების ლიდერები მას იცავენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზარდიაშვილის დაცვის მიზნით თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს და პირიქით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებებში.

ირაკლი კობახიძე იცავს დეპუტატ ანრი ოხანაშვილსაც, რომლის მამაც ასევეა დასაქმებული სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

დეტალები მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ჩასახედია, სათითაოდ განსახილველია. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ ანრი ოხანაშვილზე, მას ამ ჯკუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს. შეიძლება ვირაცვის მამა სადმე იყოს დასაქმებული, მაგრამ რაც შეეხება ნეპოტიზმს, მე შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ანრი ოხანაშვილზე, რომ ის არის სუფთა კაცი. საერთაშორისო გამჭვირვალობა ეს არის ორგანიზაცია, სადაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარეა, ეს არის იმის სიმბოლო, თუ როგორ არ უნდა ფუნქციონირებდეს კონკრეტული ორგანიზაცია. თვითონ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ბევრი კორუფციული რამე აქვთ დასამალი, აქედან გამომდიანრე, საკუთარ ბუნდოვანებას და კორუფციას მიხედონ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები