ძალაუფლების შენარჩუნება ერთმანეთთან დაპირისპირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები ბერძენიშვილზე თავდასხმას აფასებენ
თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე - ორგანიზებულ ძალადობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების კვალს ხედავენ. მაშინ, როდესაც გამოძიება დროულად არ დაიწყო, მესამე სექტრორის წარმომადგენლებს უჩენს განცდას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას განსხვავებული აზრის დევნით ცდილობს.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრი ანა აბაშიძისთვის აშკარაა, რომ ხელისუფლება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფდების ერთმანეთთან დაპირისპირებით ძალაუფლების გამყარებას ცდილობს.
მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზით - ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთს, ერთმანეთი აცემინოს. დღეს თუ ლევან ბერძენიშვილია, ხვალ ვიქნებით ჩვენ, ზეგ ნებისმიერი სხვა, თუ გავბედავთ განსხვავებული აზრის თქმას. ამას როცა გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ ბერძენიშვილის პრობლემა კი არ არის, არამედ ეს არის მთელი საქართველოს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების პრობლემა. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შემსრულებელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ მთავარი დამნაშავე არ არის შემსრულებელი, არის ორგანიზატორი,“ - ამბობს ანა აბაშიძე.
ხელისუფლება რომ დიდი ხანია რადიკალური ჯგიფების იმედადაა, ამაზე საუბრობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.
ხელისუფლება და ქართული ოცნება დგას ყველაზე რადიკაცლური, ოდიოზური და ანტიდასავლური ჯგუფების მხარეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მათ სჭირდებათ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ფაქტობრივად ირჩევენ განსხვავებულად მოაზროვნე ჯგუფების ერთმანეთთან წაკიდების, დაპირისპირების გზას,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.