უკრაინამ ივანიშვილსა და კობახიძეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

20.06.23 17:53
უკრაინამ ივანიშვილსა და კობახიძეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

უკრაინამ შესაძლოა ივანიშვილსა და კობახიძეს სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას უკრაინას რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ავრცელებს.

დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო პასუხი, რომ სანქცირებასთან დაკავშირებული ცნობები სახელმწიფო სანქცირების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფს წარედგინა.

ჩემი მოთხოვნის პასუხად, სადაც მოვუწოდებდი ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიპასუხა, რომ ეს საკითხი განსახილველად იქნა წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ", - წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები