ფრენების შემდეგ სახმელეთო კორიდორი - მოსკოვი საქართველოს გავლით ახალი გზის გაჭრას ითხოვს

20.06.23 20:41
ფრენების შემდეგ  სახმელეთო კორიდორი - მოსკოვი საქართველოს გავლით ახალი გზის გაჭრას ითხოვს

ფრენების აღდგენის შემდეგ ახალი სახმელეთო კორიდორები - მოსკოვში საქართველოსთან დამაკავშირებელი დამატებითი გზების გახსნაზე აქტიურად მუშაობენ. კონკრეტული მარშრუტები ჯერ არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე და ასევე ოკუპირებული აფხაზეთთის მიმართულებაზე. რუსეთი მზად არის,  ჩადოს ინვესტიციები ახალი კორიდორების გახსნაში - ამბობენ მოსკოვში. 

განცხადება  რუსულ-ქართული საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. ეს ის საბჭოა, რომელიც  ფრენების აღდგენის საკითხს იხილავდა და რამდენიმე თვეში მოსკოვმა თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა. ახლა მთავარი კითხვაა, წარმოადგენს თუ არა  საბჭო არაოფიციალურად საქართველოს ხელისუფლებას?  

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვი საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალ საგზაო ინფრასტუქტურას ითხოვს. რამდენიმე თვის წინ კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, სადაც ლავროვის წარმომადგენელმა კრემლის გეგმა ქართველ კოლეგას მიაწოდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები