ვინ გასცა 20 ივნისს მომიტინგეების დარბევის ბრძანება? - ერთადერთი პასუხისგამცემი, გიორგი გახარია დუმს
ოთხი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან და კითხვა, რომელიც ისევ პასუხგაუცემელია. ვინ გასცა მოქალაქეების სატიკი მეთოდებით დარბევის ბრძანება? არ არსებობს არცერთი ოფიციალური ჩანაწერი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ასეთი ბრძანების გამცემი ხელისუფლების რომელიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი სისხლიან ღამეს პირდაპირ სატელეფონო კავშირზე იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსთან, ანზორ ჩუბინიძესთან.
ყველაფერი 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიამ იცის. თუმცა ექს შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი წელია დუმს და არ ამბობს მთავარს, ვისგან მიიღო ბრძანება მოქალაქეების დარბევის შესახებ.
ადამიანები, ვინც ოცი ივნისის ღამის სისასტიკე საკუთარ თავზე გადაიტანეს, არ გამორიცხავენ, რომ გახარიას დუმილის მიზეზი, მის წინააღმდეგ ხელისუფლების ხელში არსებული კომპრომატები იყოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.