ექსკლუზივი: ევროკომისიამ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პირობა გაუმწვანა
მედიის პლურალიზმი - ევროკავშირის ამ რეკომენდაციაზე საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს. 12-დან სრულად ჯერ მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული - სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. ეს არის წინასაწარ გავრცელებული ჩანაწერი ევროკომიის პირველი მოხსენებიდან, რომელსაც ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და მინისტრებს გააცნობენ.
ეს საბოლოო დასკვნა არ არის, თუმცა შუალედური მიმოხილვაა, რომელიც ევროკომისიის დასკვნაზე, რომელიც ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს, გავლენას მოახდენს.
არსებობს მოლოდინი, რომ საქართველომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა დამატებითი დათქმებით. გადამწყვეტი დროის ათვლა ხვალიდან დაიწყება, როცა ცნობილი გახდება, რა გააკეთა „ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.