რადიკალიზაცია და ძალადობრივი პოლარიზაცია აწყობს ხელისუფლებას - ხატია დეკანოიძე

20.06.23 19:02
რადიკალიზაცია და ძალადობრივი პოლარიზაცია აწყობს ხელისუფლებას - ხატია დეკანოიძე

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც არის ძალადობრივ მანიპულაციებზე აგებული“, - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ბოლო კვირებში გახშირებულ ორგანიზებულ ძალადობრივ შემტხვევებს.

დეპუტატისთვის თავდასხმა როგორც ლევან ბერძენიშვილზე, ასევე ზურა ჯაფარიძესა და ახალგაზრდებზე იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ოცნება პროპაგანდას სწორედ ორგანიზებული ძალადობისთვის იყენებს.

პროპაგანდა, რომელსაც მიუშვერენ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ - ვნახეთ, როგორ იყო პროპაგანდა აგებული ზურა ჯაფარიძეზე, როგორი იყო ბერძენიშვილზე, ახალგაზრდებზე და ეს ყველაფერი არის დაგეგმილი და პროპაგანდის ტალღა, რომელიც მიდის, ძალადობის ორგანიზების ერთ-ერთი ნოყიერი პლატფორმა ხდება. ვფიქრობ, რომ 2023-2024 ძალიან მძიმე წელი იქნება, რადგან მთავარი საკვები, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს ძალადობა იქნება... ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ორიენტაცია აქვს არეული ახალგაზრდებს, ამ დროს ყველაზე მეტად მას აქვს ორიენტაცია არეული, როცა მოსკოვისკენ არის გადახრილი და ამ დროს ველოდებით კანდიდატის სტატუსს, სტიგმატიზაციას ახდენს ახალგაზრდების," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
 

მსგავსი სიახლეები