საკუთარი ხალხის არ გესმის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდიხარ ყველაფერზე - ბესელია გახშირებულ ძალადობაზე

20.06.23 19:40
საკუთარი ხალხის არ გესმის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდიხარ ყველაფერზე - ბესელია გახშირებულ ძალადობაზე

„შიში იმდენად დიდია მმართველი პარტიისთვის კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გამო, რომ გადაწყვიტეს ველური ფორმებით დაპირისპირება“, - ასე ეხმაურება ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ორგანიზებულ ძალადობრივ შემთხვევებს.

ეკა ბესელია პარალელს ავლებს წინა ხელისუფლებასთან და ამბობს, რომ ქართული ოცნება ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის.

კადრები რომ გადახვიო, რა ხდებოდა 2012 წლამდე ერპიოდში, ზუსტად ეს კადრები შეიძლება ნახო - სადაც ადამიანები იცვლებიან და ამ როლებში სხვადასხვა პერსონაჟი ერგება, თორემ შინაარსი არის იგივე, მიზანი არის იგივე და ფინალიც ვიცით, რა არის - ყოველთვის ძალიან მძიმედ სრულდება ასეთი მეთოდებით ბრძოლა,“ - ამბობს ეკა ბესელია.

რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, რომელიც ახლა ქვეყანაშია და მოქალაქეები ქუჩაში რამდენიმე პრობლემური საკითხის გამო არიან გამოსულები - მაღაროელების თუ კინოცენტრის თანამშრომლების აქციები, ეკა ბესელია თვლის, რომ ეს აქციები  იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას ხალხის აღარ ესმის.
 

ეს ყველაფერი ითარმნება ასე, ერთი, რომ საკუთარი ხალხის არ გესმის, მეორე, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდიხარ ყველაფერზე, მესამე, ისეთი სუსტი და დაუძლურებული ხარ, რომ თითოეული ლექტორს აკონტროლებ ლექციაზე რომ შედის,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელია იხსენებს იმ პროცესებს, რომელიც ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ განვითარდა - მაშინ, ეკა ბესელიას გვერდით ვატო შაქარიშვილიც იყო, რომელმაც საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა. ბესელიას შეფასებით, შაქარიშვილის მიერ "ოცნების" დატოვება და შემდეგ განვითარებული პროცესები ხელოვნურად მართული იყო. 

მსგავსი სიახლეები