"შეიძლება შენი მართვა და ყიდვა" - ბესელია შაქარიშვილზე

20.06.23 19:50
"შეიძლება შენი მართვა და ყიდვა" - ბესელია შაქარიშვილზე

"შეიძლება შენი მართვა და ყიდვა" - ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თვლის, რომ ჯგუფური ძალადობების ორგანიზატორი ვატო შაქარიშვილი ქართული ოცნების მიერ მოსყიდულია.

ეკა ბესელია იხსენებს იმ პროცესებს, რომელიც ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ განვითარდა - მაშინ, ეკა ბესელიას გვერდით ვატო შაქარიშვილიც იყო, რომელმაც საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბესელიას შეფასებით, შაქარიშვილის მიერ "ოცნების" დატოვება და შემდეგ განვითარებული პროცესები ხელოვნურად მართული იყო. 

„მაშინ, როგორც ჩანს იყო პროცესი ჩვენი განეიტრალების და ესეც იყო ერთ-ერთი პროექტი, ასე ვთარგმნი ამ ყველაფერს. ეს ის ეტაპია, როდეასც საკმაოდ მაღალი პოლიტიკური დუღილის ეტაპი იყო - დაპირისპირება სასამარტლო რეფორმის შეჩერების გამო. იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც 2019 წელს სასამარტლო თემა გაწუხებდა, ემიჯნები საკუთარ გუნდს, სამი წლის მერე გადაგივლის ეს თემა და იოლად ეგუები რომ კლანს ეფარება ხელისუფლება და მის ხელში შენ იარაღი ხდები, რა არის ამ ყველაფრის სახელი - ის, რომ შეიძლება შენი მართვა და ყიდვა, სხვა არაფერი არ დგას ამის უკან,“ - ამბობს ბესელია. 

მსგავსი სიახლეები