„ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით“ - დიდი ბრიტანეთის ელჩი

20.06.23 20:59
„ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით“ - დიდი ბრიტანეთის ელჩი

„ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით“, - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის საქმის შეფასებისას გააკეთა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი უზენაესი სასამართლოს მიერ გვარამიას ციხეში დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საელჩო პროცესის მიმდინარეობას დააკვირდება.

მთხოვეს რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ ქეისის განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ.
რაც შეეხება 12 პუნქტს, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ პოზიციაშია, ვინაიდან, ევროკავშირის წევრი აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას და ნატო-ს წევრობას რამდენიმე ძირითად მიზეზის გამო.
ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ”, - განაცხადა კლეიტონმა.

მსგავსი სიახლეები