ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა

20.06.23 21:04
ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა

ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა. მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის მამა რამდენიმე კვირაა პარლამენტთან იმყოფება და შვილის უკანონო პატიმრობას აპროტესტებს.

ბექა გრიგორიადისი აცხადებდა, რომ მისი შვილის გათავისუფლებამდე პარლამენტის უკან კარავს არ დაშლის და აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 

მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა და გულშემატკივრებმა დღეს  აქცია გამართეს. ახალგაზრდების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ქართული ოცნების რუსული კურსის გაპროტესტება იყო. 

აქციის ორგანიზატორების თქმით, ლაზარეს მამის მიერ დადგმული კარავი პარლამენტის უკან რჩება და სურვილის შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები