კომპანიას ჩვენი სისხლის დალევა უნდა, მაგ პირობებზე არ წავალთ - გაფიცული მაღაროელი
„თუ ჩვენს კომპანიას მთლიანად სისხლის ამოწურვა უნდა ჩვენი და სისხლის დალევა უნდა, მაშინ სხვანაირი პირობებით წამოვიდნენ, მაგ პირობებზე არ წავალთ,“ - გაფიცული მაღაროელები უკან დახევას არ გეგმავენ.
მას შემდეგ, რაც პროტესტის ორი ლოკაცია გაჩნდა - ჭიათურასა და თბილისში - არც მთავრობის და არც კომპანიის წარმომადგენლები მაღაროელების მოთხოვნებს არ თანხდებიან. აქციის მონაწილეები კომპანიას კომპრომისისკენ მოუწოდებენ.
გვინდოდა მიგვეწვდინა ხმა ჩვენი მთავრობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მუშაობენ და დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩვენთვის თითოეული საათი, თითოეული წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები სიკვდილს ხელიდან გამოვაცალოთ,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
პროტესტის მე-15 დღეს აქციაა დედაქალაქში და ჭიათურაშიც. ქუჩაში გამოსული მაღაროელები ამბობენ, რომ ყველა გონივრული ვადა იწურება და მალე ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს გამოიყენებენ.