10 დღეა, განცხადებებს ვაკეთებ, რომ არსებობს დანაშაულის შემცველი მასალები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი, გამოკითხვაზე არ ვარ დაბარებული - კილაძე
„ეს არის ორგანიზებული თავდახმების სერია, ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული,“ - ეს განცხადება ელისო კილაძემ ბოლო კვირებში ორგანიზებული ძალადობრივი ფაქტების შეფასებისას გააკეთა.
ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარიშვილს შეახსენებს, რატომ წავიდა ის ქართული ოცნებიდან.
კილაძის თქმით, ხელისუფლება უკანონოდ უთვალთვალებს ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებსაც და სწორედ სუს-ია ის უწყება, რომელიც სასულიერო პირების დისკრედიტაციას ცდილობს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროებს.
10 დღეა განცხადებებს ვაკეთებ, რომ არსებობს დანაშაულის შემცველი მასალები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი, გამოკითხვაზეც კი არ ვარ დაბარებული... როდესაც ზურა ჯაფარიძის თავდამსხმელი წაახალისა სასულიერო პირმა, კრებსებში წერია, რომ მეგობრობს იმ რეგიონის სუს-ის ხელმძღვანელთან და ხშირად ითვალისწინებს მათ თხოვნებს და დავალებებს,“ - ამბობს კილაძე.