რუსული დაკვეთა არის, რომ კრიმინალური ქაოსი შექმნა ამ ქვეყანაში - ბეჟან ჯავახია
ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმები - ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ბეჟან ჯავახია ყველა ძალადობრივი შემთხვევის უკან ხელისუფლებას ხედავს.
ბეჟან ჯავახია ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს და პარალელს 90-იან წლებთან ავლებს. თვლის, რომ ახლა საჭიროა საზოგადოების გაერთიანება.
ეს არის რუსული დაკვეთა. რუსული დაკვეთა არის, რომ კრიმინალური ქაოსი შექმნა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ გვჭირდება ფართო პოლიტიკის შექმნა... სათითაოდ ყველას დაამარცხებენ. პირდაპირ აღიარეს, რომ სალომე ჯაშის კინო არ მოეწონათ,“ - ამბობს ბეჟან ჯავახია.