20 ივნისის მერე ძალადობის კასკადები გამწვავდა, ამას დაუსჯელობა იწვევს - ნათია ლეთოდიანი
რატომ ამოიღო სამიზნეში ხელისუფლებამ ლევან ბერძენიშვილი - 20 ივნისის აქციის მონაწილე ნათია ლეთოდინი მთავრობის შესაძლო მოტივებზე საუბრობს.
ლეთოდიანი ფიქრობს, რომ რადგან ბერძენიშვილს სტუდენტები პატივს სცემენ და მისი აზრი ხელისუფლების პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია, ეს ქართული ოცნებისთვის მიუღებელია.
ხელისუფლება ძალადობას რომ ახალისებს და დამნაშავეები რეალურად არ ისჯებიან, ამის მაგალითად ლეთოდიანს 20 ივნისის დღეც მოჰყავს.
მთავარი პასუხისმგებელი ადამიანი, გიორგი გახარია გახდა პრემიერი, შემდეგ პროპორციულზე გადაგდებაც ვიხილეთ. 20 ივნისი არ არის ბანალური თარიღი, რომ აი, მე მახსოვს 20 ივნისი, ეს იყო წყალგამყოფი, საიდანაც 20 ივნისს ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ გვყავს რუსი ხელისუფლება, რომელმაც გვაკადრა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დაზარალებული, თვალდათხრილი ადამიანები ცნება ხომ არ არის - გვისმენენ, გვიყურებენ, ზოგი ვერ გვიყურებს, ამ ადამიანებისთვის მიწევს ბრძოლა. ყველას შემოგვიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და რა ვუთხრა, დავიღალე. 20 ივნისის მერე ძალადობის კასკადები გამწვავდა, ამას დაუსჯელობა იწვევს,“ - განაცხადა ლეთოდიანმა.