პატიმრობით და მოწამვლით გამოწვეული დაავადებები არსად წასულა - გიორგი ჩალაძე
მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას და "ქართული ოცნების" ლიდერების კრიტიკულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი ეხმაურება.
გიორგი ჩალაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ჩალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი მოწამვლის მიუხედავად, ქვეყნის მიტოვებას არ აპირებს.
ჩალაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანი ძალებით ბრძოლა ოლიგარქიული სისტემის დასამარცხებლად.
სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. რაც ნამდვილად დააზიანეს და გატეხეს, ეს არის ჯანმრთელობა, მაგრამ მისი მხნეობა და საქართველოსადმი სიყვარული ვერაფრით დააზიანეს. ნახეთ, როგორ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტი ჩვენი სახწელმწიფოს გადასარჩნად მზად არის... მისი მოწამვლა, პატიმრობით და მოწამვლით გამოწვეული დაავადებები არსად წასულა, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორც 2003 წელს, 2008 წელს, საქართველო გასაჭირის ჟამს არ დატოვა, არც ახლა აპირებს და გეგმავს იბრძოლოს ისე, როგორც შეეძლება," - ამბობს ჩალაძე.