როგორც დავრდომილ ადამიანს სჭირდება walker, ასევე სჭირდება პარტიას განახლება - გიორგი ჩალაძე

20.06.23 22:21
როგორც დავრდომილ ადამიანს სჭირდება walker, ასევე სჭირდება პარტიას განახლება - გიორგი ჩალაძე

როგორ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბრძოლის ორი ფრონტია - ერთი ქვეყნის შიგნით, მეორე გარეთ.
ჩალაძე ამბობს, რომ პარტიაში ახლა განახლებები მიდის, თუმცა, ზუსტად რა დროში მოახერხებენ სააკაშვილის გათავისუფლებას, ვერ აზუსტებს. ჩალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი არჩევნებამდე უნდა გათავისუფლდეს.

გახსოვთ ფეხზე რომ ვერ დგებოდა ჩემ მიერ მიტანილი walker, დამხმარე ხელსაწყო, რითიც ის გადადგილდებოდა? ზუსტად ასე სჭირდება დავრდომილ ადამიანს, რეაბილიტაციის პერიოდში სჭირდება ადამიანს იმ პროცესის გავლა, ვიდრე ის თვითონ შეძლებს გადადგილებას, მას სჭირდება სხვადასხვა თერაპიების გავლა - ამიტომ პარტიასაც სჭირდება მოძლიერება, პარტიას სჭირდება ახალი ძალის პოვნა, განახლება, პარტიას სჭირდება ახალი შეცდომების გამოსწორება,“ - ამბობს გიორგი ჩალაძე. 
 

მსგავსი სიახლეები