მაღაროელის გიორგი კუპატაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვალები ამოიკერა, საგანგაშია
ჭიათურელი მაღაროელის გიორგი კუპატაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშია - ინფორმაციას ონლაინ მედია პლატფორმა "მაუწყებელი" ავრცელებს. გიორგი კუპატაძემ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
ონლაინ გამოცემას ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, მაღაროელი გიორგი კუპატაძის მდგომარეობა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, საგანგაშოა. ექიმის თქმით, მან შესაძლოა მხედველობა დაკარგოს.
მიუხედავად ამისა, მაღაროელი უარს აცხადებს ნაკერების მოხსნაზე," - წერს მაუწყებელი.