ევროკომისია საქართველოს სურვილში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დარწმუნებული არ არის - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების " ევროპის ბიუროს ხელმძვანელი ბრიუსელში საქართველოს შესახებ შუალედური დასკვნის მოსმენამდე "პირველებთან" მის შინაარსზე საუბრობს. რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველოს 12 პუნქტზე ჯერ კიდევ სამუშაო აქვს, რადგან ევროკომისია მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების მხოლოდ 25%-ია შესრულებული. მისი თქმით, კომისია შეუსრულებლად თვლის ისეთ საკითხებს, როგორიციაა მედია, დეოლიგაქრიზაცია, დეპოლარიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.
ევროპის ბიუროს ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო რომ სტუდენტი ყოფილიყო, საშობაო არდადეგებზე არ გაუშვებდნენ.
ეს არის შუალედური ანგარიში და ეს ნიშნავს, რომ გზის ნახევარი უკვე გავლილია. თქვენ ისევ გაქვთ საქმე გასაკეთებელი. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით საქართველოს პირობების მხოლოდ 25% აქვს შესრულებული ანუ 75% ჰაერშია. ევროკომისია ამბობს, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით საქართელოს ყველაზე ნაკლები წინსვლა აქვს და მათ უფრო მეტი პროგრესი. თუ მაგალითად, მედიის საკითხს მოვიყვანთ, შუალედურ დასკვნაში წერია, რომ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია. დანარჩენ პუნქტებზე წერია, რომ ნაწილობრივი პროგრესია. ეს კი ნახევარზე ნაკლებს ნიშნავს. საქართველო რომ სტუდენტი იყოს, საშობაო არდადეგებზე არ გაუშვებდნენ და მთელი არდადეგები სამუშაო იქნებოდა. მათ სურთ სისტემური ცვლილებები, განსაკუთრებით ეს ეხება დეოლიგარქიზაციას. ეს გულისხმობს მთელი სისტემის შეცვლას. თქვენ საერთოდ სისტემურად უნდა შეცვალოთ ყევლაფერი, რომ კონკრეტული პირების გავლენები შემცირდეს. ამისთვის დრო, რეალურად დეკემბრამდეა. დღეს ელჩები ნახავენ ამ დოკუმენტს, ხვალ კი ევროპის მინისტრები. ოფიციალური პირები, რომლებსაც ვესაუბრები ხოლმე, ხედავენ, რომ უკრაინა და მოლდოვა მართლაც რაღაცას აკეთებენ. საქართველოს შემთხვევაში კი უფრო მეტი კითხვები ჩნდება. მაგალითად, იმის შესახებ თუ საერთოდ რა მიმართულება აქვს აღებული ქვეყანას? ისინი საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად აკვირდებიან რას აკეთებს ან გააკეთებს საქართველოს მთავრობა და მათ პოლიტიკაზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ დარწმუნებულები არ არიან საქართველოს სურვილებში, - ამბობს იოზვიაკი.
ამასტან, რიკარდ იაზვიაკი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღოს, რადგან საამისოდ გარკვეული გარემოებები და მიზეზები არსებობს.
რამდენიმე მიზეზია, რომელის გამოც საქართელომ, შესაძლოა, მაინც მიიღოს სტატუსი. ეს ისტორიული პერიოდია,. ევროპა კარს გეოპოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე აღებს, რადგან მომავალ; წელს ისევე როგორ ამერიკაში, ასევე ვროპაში არჩევნებია და გაფართოებაზე საზრუნავიო დრო აღარ იქნება. ახლა სწორედ დიდი გადაწყევტილებების მიღების დროა. შეიძ₾ება მიიღოთ სტატუსი დამატებითი პირობებით, მიიღოთ მწვანე შუქი, მაგრამ ეს თავისი არსით მწვანე არ იქნება. იქნება ნაკლები მნიშვნელობის და მეტი პირობით. ასევე არსბეობს შიში რუსეთის გავლენების გაძლიერების შესახებ. ბრიუსელშ ხედავენ, რომ ახლა შესაფერისი დროა, რომ ქვეყნის რუსეთისკენ სვლას ხელი შეუშალონ, თუმცა ეს არ ნიშნავს,რ ომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. ტქვენ დრო მაინც გრჩებათ შემოდგომამდე, - ამბობს იოზვიაკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკომისია ელჩებს და მინიტრებს წარუდგენს საქართველოს შესახებ დასკვნას, სადაც წერია, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს.