ნიკა გვარამიას საკითხი მთავრობას არ ეხება - პრემიერი

21.06.23 12:19
ნიკა გვარამიას საკითხი მთავრობას არ ეხება - პრემიერი

იყო თუ არა მაღალი რანგის შეხვედრებზე საუბარი ნიკა გვარამიას შესახებ? - პრემიერი ჟრნალისტის კითხვას არაეთიკურს უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ორ ადამიანს შორის შემდგარი საუბარი არ უნდა გასაჯაროვდეს. 

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის საკითხი მთავრობას არ ეხება. 

მე არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და ბევრ ადამიანთან. კითხვას, რომ მისვამთ იყო თუ არა საუბარი, არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის პრესრელიზში.
ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და შესაბამისად პასუხი არ მაქვს, - თქვა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები