შალვა ნათელაშვილის ვიზიტი აშშ-ში - პირველი "ლეიბორისტი" ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
შალვა ნათელაშვილმა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს კონგრესმენ ჯო ვილსონს შეხვდა. მოლაპარაკების დროს ნათელაშვილმა ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირების გარდა, საქართველოს მოქალაქეებისათვის ამერიკაში უვიზო რეჟიმის დაწესება და პირდაპირი ფრენების დაწყებაც მოითხოვა.