ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია - პრემიერი "მაკდონალდსზე" "ოცნების" იერიშს შეუერთდა

21.06.23 12:38
ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია - პრემიერი "მაკდონალდსზე" "ოცნების"  იერიშს შეუერთდა

"ქართული ოცნების" "პროპაგანდას" "მაკდონალდსის" წინააღმდეგ პრემიერიც შეუერთდა. ირაკლი ღარიბაშვილი კვლად იმეორებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ამორალურია.

 ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ საზოგადოებას სწორი რეაქცია ჰქონდა. 

რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში პოპულარული რესტორნის ქსელში მაკდონალდსში, სადაც მიმდინარეობდა ბავშვებში პროპაგანდა, ამორალური და მიუღებელია. მოვისმინეთ განმარტება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ჩვენთან ეს არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ასეთი  მძაფრი და ადეკვატური".- ამბობს ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, - თქვა პრემიერმა. 

რამდეინმე დღის წინ "მაკდონალდსზე" ფორსირებული შეტევა სამტავორბო მედიებმა ერთდორულად განახორციელეს. ამტკიცებდნენ, რომ სწრაფი კვების ობიექტი სექსულაური უმცირესობის პროპაგანდას ეწევა.  მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე მუსიკოსის, ელტონ ჯონის პირადი ცხოვრებისა და წარმატების გზის შესახებ იყო მონათხრობი. 

მსგავსი სიახლეები