"იმედგაცრუებულები ვართ, ძირს უთხრის დემოკრატიას" - დეგნანი გვარამიას პატიმორბაშ დატოვებაზე

21.06.23 12:58
"იმედგაცრუებულები ვართ, ძირს უთხრის დემოკრატიას" - დეგნანი გვარამიას პატიმორბაშ დატოვებაზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში  ნიკა გარამიას ციხეში ჩატოვების საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ  უზენაესი სასამართლოს გაადწყვეტილებით იმედგაცრუებულია. კელი დეგნანის თქმით, სასამართლოს საქმეებში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებას ძირს უთხრის, რაც დემოკრატიისთვის დამაზიანებელია. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ გადაწყვეტილებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით - დაკავების დროზე, თავად ბრალდებებზე და, რა თქმა უნდა, სასჯელზე. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ამდენად აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ, - თქვა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები