რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას არ გამორიცხავს

21.06.23 13:16
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას არ გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრი მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.  რატი ბრეგაძის თქმით, თუკი ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია ექნებათ, მესამე პრეზიდენტს ისევ ციხეში დააბრუნებენ. 

ამასთან, ბრეგაძე მესამე პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნების საკთხს ეხმიანება და ამბობს, რომ ამისთვის სააკშვილმა ჯერ საქართველოს მოქალაქოება უნდა დაიბრუნოს. ამის მიუხედავად, მინისტრი მსჯავრდბეულ პრეზიდენტს ურჩევს, ისევ იმ სახელმწიფოს ემსახუროს, რომლის მოქალაქეც ამჯერად არის. 

თუ არ არის რეკომენდებული, რომ მივიდეს და  დაესწროს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ დაესწრება. ჩვენ ვმოქმედებთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა საშუალებებიც აქვს მას, რომ დაესწროს და საზოგადოება ეს რამდენჯერმე ნახა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი არის მსჯავრდებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იღებს საქართელოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი. როედსაც ადამიანი არის სახლმწიფოს მეთაური, ასევე მთავარსარდალი და დატოვებს საკუთარი ქვეყნის მოქქალაქეობას, მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ჩადგება სხვა სახელმწიფოს სამსახურში, მე ვფიქორბ, უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სამსახურის მოქალაქე, - ამბობს ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები