თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტი აშენდება
თავდაცვის მინისტრმა "პირველებს" დღეს დაუდასტურა, რომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, სამოქალაქო აეროპორტი აშენდება. ჯუანშერ ბურჭუალძე ამტკიცებს, რომ ეს პროექტი იქ მდებარე სამხედრო ნაწილს ხელს არ შეუშლის და დედაქალაქის თავდაცვისუნარიანობა არ შემცირდება.
ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას,ა რც ბაზის ფუნქციონირებას არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშნანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნბა არც სწვალებებისთვის, არც ბაზისთვის".- ამბობს ბყურჭულაძე.
ჩნდება კითხვა, როდესაც სამხედრო აეროდრომი სამოქალაქო გახდება, სად იფრენენ სამხედრო თვითმფინავები და ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამხედრო ავიაცია ოკუპირებული ქვეყნისთვის პრიორიტეტული აღარ არის? - მინისტრი ამ კითხვას არ პასუხობს.
ბურჭულაძე ამბობს, რომ პრობლემა არ არის ვაზიანის ბაზასთან ახლოს აეროპორტის აშენება, ამბობს, რომ ევროპაში ნამყოფია და უსროლია კდიეც დედაქალაქებთან ახლოს ტერიტორიებზე.
მე ვარ თვითონ ევროპაში ნამყოფი. დედაქალაქიდან 10 წუთის მანძილზე ვისროლეთ მსხვილკალიბრიანი ჭურვები. არანაირი რისკი არ წარმოიქმენბა არც სწვალებებისთვის, არც ბაზისთვის".- თქვა მინისტრმა.
განგაშის სინგნალი დილიდან "ლელომ" ჩართო, სადაც თქვეს, რომ სამხედრო აეროდრომის ნაცვლად სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.