4-მა მაღაროელმა პარლამენტთან უვადო შიმშილობა დაიწყო
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა 4-მა მაღაროელმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყო.
მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როდესაც მათთან შეხვედრა მთვრობის წარმომადგენლება არ ისურვეს.
გაფიცულების თქმით, გამოხმაურება ვერ მიიღეს, ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და შიმშილობას განაგრძობენ.
„შედეგი არ იყო არაფერი, არც არავინ გამოგვეხმაურა, შეხვედრაც არავინ ისურვა ჩვენთან და ასე უხეშად, რომ ვთქვათ მიგდებულად დაგვტოვეს აქ და ამიტომ გავიფიცეთ და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვიშიმშილოთ“, - ამბობს გაფიცული მაღაროელი.