"100-ზე მეტი კანონი მივიღეთ" - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულა
პარალამენტის თავმჯდოამრე ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ " სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. ევროკომიის დასკვნის მიუხედავად, მმართველი პარტია ამბობს, რომ პრობლემა არც მედიაპლურალიზმში და არც სისტემურ რეფორმებშია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის არმიღება ევროკომისიის მხრიდან გასულ წელსაც უსამართლობა იყო.
დაახლოებით 100 კანონი მივიღეთ მეტი თუ არა. ბოლო რაღაცეები გვექნება ამ სესიის ბოლოს, იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ეს რეკომენდაციები. საქართველო როგორც შარშან, ივნისში აკმაყოფიელბდა შესაბამის კრიტერიუმებს იმისთის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ასევე ახლაც. ყოველი დღე, როდესაც ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ეს სინამდვილეში, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ. იმასაც ვამბობდი, რომ უკრაინამ 7-დან 2 შეასრულა. ვნახოთ, რა იქნება. საქართველოში დღეს არის, თუ არ ვცდები, არის 30-ზე მეტი ტელევიზია, რომელსაც აქვს საერთო დაფარვა, მაშინ, როცა 10 წლის წინ იყო სულ 3-4 ტელევიზია. მარტო ეს ერთი მონაცემიც კი მეტყველებს იმაზე, რამდენად პლურარისტულია მედიაგარემო. სისხლის სამართლის საქმეების დაკავშირება ევროკავშირთან წევრობაზე არ მგონია, სწორი იყოს, - ამბობს პაპუაშვილი.