სააკაშვილი "ჯერ დაიხოცა" და ახლა შემოდის პოლიტიკაში - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობას სიმულაციას უწოდებს. პრემიეირს მსგავსად ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ ყველამ, ვინც მესამე პრეზიდენტს სიმულაციაში უწყობდა ხელს, ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, "სააკაშვილი ჯერ დაიხოცა" და ახლა პოლიტიკაში მოდის.
სააკაშვილი სიმულანტობდა 600 დღის განმავლობაში და ამ სიმულაციას ჰქონდა, სამწუხაროდ, მხარდაჭერა უაცხოელების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას, ტყუილებს, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას. ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ., საკმაოდ ფართოა ეს წრე. სპექტაკლი იცით ალბათ, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სააკაშილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, - ამბობს კობახიძე.