სულ უფრო ცოტა ინფორმაცია ისმის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - დეკანოიძე
ენმ-დან წასული ხატია დეკნაოიძე ყოფილ თანაპარტიელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სულ უფრო ცოტა ინფორმაცია ისმის. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა არასწორი იქნება, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.
ჰუმანიტარული საკითხი როგორ უნდა მოიხსნას, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი? და თუ იგი არის კლინიკაში, ე.ი., მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. მე არ მაქვს ბოლო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგოლმარეობაზე. ფაქტი არის ერთი, რომ გაცილებით უფრო ცოტა ინფორმაცია ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის, მისი პარტიის მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის იმდენად კარგი, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხი ჩაიხსნას საერთოდ დღის წესრიგიდან, - ამბობს დეკანოიძე.