სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მთავარი ფაქტორია - ბოტკოველი

21.06.23 15:20
სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მთავარი ფაქტორია - ბოტკოველი

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის ეშინია და თავსაც ამიტომ ესხმის. მისი თქმით, სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მთავარი ფაქტორია. 

ყველა გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმით. თავს ესმის ისეთ ადამიანს, რომლისაც გეშინია, ხომ? ვისშიც ხედავ რეალურად, რომ იმან შეიძლება პრობლემები შეგიქმნას და ამით არის რეალური აღიარება იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის და ყველა მისი დამქაშების დამარცხებაში. ციხეში იქნება თუ არ იქნება და დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე გათავისუფლდება პატიმრობიდან, ყველა რესურსი არსებობს ამისი და თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს უნდა გამოვიყენოთ და მთავარი რესურსი არის, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ საბოლოო დასასრული და მისი კომუნიკაცია პარტიასთან და ამომრჩეველთან იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, - ამბობს ბოტკოველი. 
 

მსგავსი სიახლეები