"ვუპირისპირდებით LGBT პროპაგანდას" -კობახიძე პრემიერის კვალდაკვალ

21.06.23 15:20
"ვუპირისპირდებით LGBT პროპაგანდას" -კობახიძე პრემიერის კვალდაკვალ

პრემიერ ღარიბაშვილის შემდეგ, ჰომოფობიის წამახალისებელ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აკეთებს და სტატისტიკას, რომ აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% LGBT პირია, საფრანგეთში კი 22%, შემაშფოთებელს უწოდებს.

მისი თქმით, ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ.

პროპაგანდას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა, ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკაში 20% ამერიკაში, საფრანგეთში 22% არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები სადაც მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, მითუმეტეს როცა ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი ღარიბაშვილის ახლი შეტევა დასავლეთზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპას და ქვეყნის პარტნიორებს ამჯერად ლ.გ.ბ.ტ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები