ცოცხალი რომ არის სააკაშვილი, ამას ედავებიან? - პაატა მანჯგალაძე

21.06.23 15:25
ცოცხალი რომ არის სააკაშვილი, ამას ედავებიან? - პაატა მანჯგალაძე

"ცოცხალი რომ არის, ამას ედავებიან?" - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ოცნების" მიწერ მიხეილ სააკაშვილზე მორიგ თავდასხამს ეხმიანება. ხელისუფლებამ დღეს სააკაშვილის ავადმყოფობას სიმულანტობა და მასკარადი უწოდა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესება, რეალურად, კონკრეტული სამედიცინო მანპულაციის ხარჯზე ხდება. 

რას ედავებიან ამ ადამიანს, ვერ გავიგე. ცოცხალი რომ არის ამას ედავებიან? მე როგორც ვიცი, ექიმებიდან ოდნავი გაუმჯობესება სააკაშვილის და ის, რომ რეგრესს არ განიცდის ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობა დაკავშირებულია იმასთან, რომ უსხამენ პლაზმას. აგერ მაქვს მოწერილი ექიმისგან, რომ კვირაში სამჯერ ახალ, გაყინულ პლაზმას, სისხლს უსხამენ ადამიასნ და ამის საფუძველზე არის უკეთეს მდგომარეობაში და ამას ამადლიან?, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები