ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ქართველები და უკრაინელები ბრიუსელში ერთობლივ აქციას გამართავენ
ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი აქცია ბრიუსელში - მეგობარი ქვეყნის მოქალაქეები ევროპის დედაქალაქში, 29 ივნისს კანდიდატის სტატუსს ერთობლივად მოითხოვენ.
ცნობილია, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ ბრიუსელში ევროპის სამიტი გაიმართება.
ეს არის პირველი ერთობლივი აქცია, რომელიც Promote Ukraine-მ და Promote Georgia-მ დაგეგმეს.
აქციის მონაწილეები რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ დაგმობენ და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ სურვილს კიდევ ერთხელ გამოხატავენ.