ღარიბაშვილის ბრუსელში ვიზიტის შემდეგ "ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის კანონზე უარი თქვა
პრემიერის უცხოეთში ვიზიტის შემდეგ "ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვაზე უარი თქვა. განცახდება ცოტა ხნის წინ ირკალი კობახიძემ გააკეთა.
ამასთან, "ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ საქართველომ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულა, თუმცა პრობლემად რჩება დეპოლარიზაცია, რომელიც მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების შედეგია.
ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტები ბრიუსელში, შედგა შეხვედები,მათ შორის შარლ მიშელტან, ამთ შორის ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული ამ ეტაპზე ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, დაველოდბიეთ, ყოველ შემთხვევაში, დეკემბერში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ჩვენ გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა ეს საკითხი დეოლიგარქიზაციის. ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული. ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს და დეპოლარზიაცია არის შეუძლებელი, - ამბობს კობახიძე.