რატომ გაუშვით შვილი იმ უნივერსიტეტში, რომლის მთავარი პლატფორმა უმცირესობების დაცვაა? - კითხვა ღარიბაშვილს

21.06.23 15:50
რატომ გაუშვით შვილი იმ უნივერსიტეტში, რომლის მთავარი პლატფორმა უმცირესობების დაცვაა? - კითხვა ღარიბაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპას და ქვეყნის პარტნიორებს ლ.გ.ბ.ტ პროპაგანდაში ადანაშაულებს - ხატია დეკანოიძეს პრემიერისგან აინტერესებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, რატომ გაუშვა ღარიბაშვილმა შვილი იმ უნივერსიტეტში, რომელსაც მთავარი პლატფორმა უმცირესობების დაცვა აქვს.

"ეს არის პროპაგანდა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოსატყუებლად იყენებენ, ამიტომ მთავარი კითხვა მე მაქვს მათთან, რატომ არიან მათი შვილები საზღვარგარეთ ევროპაში და აშშ-ში?! მაშინ, რატომ გაუშვა ღარიბაშვილმა თავისი შვილი იმ უნივერსიტეტში, რომელსაც მთავარი პლატფორმა აქვს სწორედ უმცირესობების დაცვა?" - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები