რეპრესიული კანონი - არასამთავრობო სექტორი მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებს ითხოვს
არასამთავრობო სექტორი მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებს ითხოვს. სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსია, რომლსაც ხელისუფლება, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციიის და მისთვის არასასურველი ადამიანების გასანეიტრალებლად პერიოდულად იყენებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონის ეს ვერსია ადამიანების უფლელებს უხეშად არღვევს.
უფლებადამცველები და ყოფილი მოსამართლეები ამბობენ, რომ საქართველოში 2023 წელს 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მოქმედებს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კოდექსი დღეისათვის საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოქმედებს და მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ იყო მცდელობა ამ კოდექსის რეფორმირების, დღემდე ეს პროცესი წინ არ წასულა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესით და ეს კანონმდებლობა არის ზუსტად ის, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს, აქტივისტების, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენ არაერთი გახმაურებული საქმე გვინახავს, როდესაც ადამიანებს უსაფუძვლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით აკავებენ ხოლმე. საზოგადოებას შევახსენებ ძირითად გამოწვევებს, რაც ამ კანონმდებლობაში იკვეთება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეცვალოს ეს კოდექსი" - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს კანონი შეცვალოს. მმართველი პარტია ამით სიგნალს უგზავნის ყველა სამოქალაქო აქტივისტს და ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს "ოცნების" გადადგმული ნაბიჯები. იმ შემთხვევაში თუ ისინი ქუჩაში გამოვლენ და ამ ყველაფერს გააპროტესტებენ, დააკავებენ ან დააჯარიმებენ.