ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს სალომე ზურაბიშვილი ღიად ტოვებს
ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს სალომე ზურაბიშვილი ღიად ტოვებს - პრეზიდენტს "მთავარი არხის" დაპატიმრებული დამფუძნებლის შეწყალებაზე კითხვა დღეს "პირველებმა " დაუსვა, თუმცა პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
გვარამიას საქმეს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უმწვავესი შეფასებები უკვე მოყვა შეერთებული შტატებიდან, დასავლეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ყველა, "ქართული ოცნების" გარდა თანხმდება, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომ კლანთან შეთანხმებული და წინასწარ დაგეგმილი იყო, ამაზე ღიად ყოფილი მოსამართლეებიც საუბრობენ.