ნიკა გვარამია უკანონო პატიმარია, საქმე კი პოლიტიკური - ყოფილი მოსამართლეები
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყოფილ მოსამართლეებს აქვთ მოლოდინი, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრიობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაია კოპალეიშვილის თქმით, პრეზიდენტს რაიმე ფორმალური საფუძველი აღარ რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე პირდაპირ ამბობს, რომ ნიკა გვარამია უკანონო პატიმარია, საქმე კი პოლიტიკური.
კურუალრულად ჟღერდებოდა, რომ პრეზიდენტი ელოდებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას, როგორც ხედავთ დადგა, მოლოდინი სხვა არ არსებობდა, მაგრამ დადგა ის რაც დადგა და ახლა უკვე პრეზიდენტს უკვე აღარ რჩება რაიმე ფორმალური საფუძველი იმისა, რომ თქვას იცით დაველოდები ამას, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მათ შორის სასამართლო ხელისუფლების მხრიდან რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ნიკა გვარამია არის უკანონო პატიმარი, მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და ის სრულიად პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არის ამ წუთში ციხეში და იხდის სასჯელს, პრეზიდენტმა ეს რა თქმა უნდა უნდა გაიაზროს" - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
მაია ბაქრაძეც იმ მოსამართლეთა შორისაა ვინც ფოქრობს, რომ გვარამიას საქმეს პოლიტიკური მდგენელი გასდევს. ბაქრაძე პრეზიდენტს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"ეს საქმე არის მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივად ასევე თავად იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეხება მედია მენეჯერს, ასევე ის, რომ ერთგვაროვან პრაქტიკასთან არ არის შესაბამისობაში. მრავალი ფაქტორი არსებობდა, რის გამოც ის საქმე დასაშვებად უნდა ცნობილიყო და რადგან დაუშვებლად ცნო ამით კიდევ უფრო გაზარდა ნიკა გვარამიას პატიმრობის მიმართ მისი სამართლებრივი ხასიათის თაობაზე კითხვისნიშანი, ამიტომ ამ საქმეს ამ განჩინებით კიდევ უფრო მეტად დადასტურდა, რომ აქვს პოლიტიკური მდგენელი და შესაბამისად თუკი სამართალი ვერ აღსრულდება ამისთვის არსებობს პრეზიდენტის მექანიზმი შეწყალების თაობაზე" - ამბობს, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე.